კომპანია Express Line Services-ი უზრუნველყოფს საერთაშორისო „ონლაინ მაღაზიებიდან“ შეძენილი, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული პროდუქციის ტრანსპორტირებას საქართველოში. თავდაპირველად აღნიშნული პროდუქცია „ონლაინ მაღაზიებიდან“ იგზავნება ამერიკის სათაო ოფისში, ხოლო შემდეგ ხდება მისი ტრანსპორტირება საქართველოში, კვირაში ერთხელ.
ამერიკიდან ამანათების გამოგზავნის დღეა პარასკევი. ხუთშაბათის ჩათვლით მისული ამანათები იგზავნება პარასკევს, ხოლო ხუთშაბათის შემდეგ მისული - მომდევნო პარასკევს.
კომპანია არ არის პასუხისმგებელი „ონლაინ მაღაზიებიდან“ ამერიკის სათაო ოფისამდე მისვლის დროზე ან/და მის დაკარგვაზე. Express Line Services-ი ამანათზე პასუხისმგებელი ხდება მას შემდეგ, რაც „ონლაინ მაღაზიებიდან“ გამოწერილი პროდუქცია მივა Express Line Services-ის ამერიკის ოფისში და იქნება ჩაბარებული კომპანიის თანამშრომლის მიერ.
საქართველოში ტვირთი ჩამოდის გამოგზავნიდან 4-5 დღეში, იშვიათი გამონაკლისების გარდა. დაგვიანების შემთხვევაში მომხმარებელი დროულად იქნება ინფორმირებული. კომპანია პასუხს არ აგებს და არ ანაზღაურებს ავიაკომპანიის მიზეზით დაგვიანებულ ამანათებზე. ამანათების დარიგება იწყება საქართველოს ოფისში მიღებიდან მეორე დღესვე და გრძელდება 1 კვირა.
ამანათები მფლობელებზე გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადახდილია ტრანსპორტირების ღირებულება. გადახდის ფორმების სანახავად დააჭირეთ ბმულს: გადახდის ფორმები. თუ ტრანსპორტირების ღირებულება გადახდილია ამანათების დარიგების ვადის (1 კვირა) გასვლის შემდეგ, კომპანია იხსნის ამანათის ადგილზე მიტანის ვალდებულებას. ასეთ შემთხვევაში მფლობელი ვალდებულია თავად მიაკითხოს ოფისს ამანათის გასატანად.
თუ ამანათის მფლობელი კურიერს არ დახვდება მის მიერ საიტზე მითითებულ მისამართზე ან ვერ მოხერხდება მასთან დაკავშირება, ამანათი დაბრუნდება საწყობში და აღარ მოხდება მისი ხელმეორედ მიწოდება. ასეთ შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია თავად მიაკითხოს ამანათს ოფისში.
ამანათების მიტანა ხდება მხოლოდ კორპუსამდე ან სამუშაო ადგილამდე. კურიერს არ ააქვს ამანათი სართულზე და უშუალოდ ოფისში.
მომხმარებელი ვალდებულია, დროულად დაფაროს ტრანსპორტირების გადასახადი კომპანიის მიერ დადგენილი ტარიფებით. იმ შემთხვევაში თუ ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება არ იქნება დაფარული საქართველოში ტვირთების ჩამოსვლიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში, ამანათის მფლობელი გაფრთხილებული იქნება აღნიშნული ვადის გასვლის შესახებ, და თუ 15 კალენდარული დღის განმავლობაში კვლავ არ დაიფარება ტრანსპორტირების დავალიანება, ამანათი გადავა კომპანიის მფლობელობაში მისი შემდგომი განკარგვის უფლებით.
კომპანია იღებს ვალდებულებას ამანათის უვნებლად ტრანსპორტირებაზე და არა მისი შიგთავსის ხარისხსა ან/და შემცველობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ამანათი დაზიანდა ტრანსპორტირებისას, კომპანია აანაზღაურებს პროდუქციის ღირებულებას საინფორმაციო ბაზაში მითითებული თანხის ოდენობით.
იმ შემთხვევაში, თუ Express Line Services-ის ამერიკის მისამართს გამოიყენებს საიტზე დაურეგისტრირებელი მომხმარებელი, კომპანია არ კისრულობს მფლობელის ვინაობის დადგენისა და ამანათის მფლობელამდე მიწოდების ვალდებულებას.
კომპანია არ აგებს პასუხს რეგისტრაციისას მომხმარებლის მიერ შევსებული ინფორმაციის სისწორეზე. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციისას შევსებული ინფორმაცია აღმოჩნდება მცდარი ან არასრულყოფილი, პრეტენზიები არ მიიღება.
იმ შემთხვევაში, თუ Express Line Services-ი მომხმარებლის დაკვეთით ახორციელებს შესყიდვას რომელიმე ონლაინ მაღაზიიდან, კომპანია არ არის პასუხისმგებელი პროდუქციის ხარისხზე, ზომაზე, ფერზე, პროდუქციის წარმომავლობასა და შიგთავსზე. თუ ორდერში ონლაინ მაღაზიის ან ჩვენს მიერ დაშვებული იქნება უზუსტობა, მომხმარებელი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ კომპანიის ოფისის თანამშრომლებს მანამ, სანამ აღნიშნული ნივთი გამოიგზავნება აღნიშნული ონლაინ მაღაზიიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენზიები არ მიიღება.
თუ კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის შეკვეთილი პროდუქცია არ მივა ამერიკის ოფისამდე ონლაინ მაღაზიის შეცდომის გამო, ან ონლაინ მაღაზია გააუქმებს ორდერს, Express Line Services-ი გადახდილ თანხას მფლობელს დაუბრინებს მას შემდეგ, რაც თანხის დაბრუნება თავად აესახება საკუთარ საბანკო ანგარიშზე. ასეთი პროცედურა დაახლოებით 30 კალენდარული დღეს მოითხოვს.
მომხმარებელი ვალდებულია, პროდუქციის გამოწერის შემდეგ Express Line Services-ის საიტზე მიუთითოს სწორი ინფორმაცია პროდუქციის ღირებულებასა და მის შემცველობაზე ონლაინ-მაღაზიის პირადი ანგარიშიდან. კომპანია არ აგებს პასუხს აღნიშნული ინფორმაციის სისწორეზე და მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
საბაჟოზე გამკაცრდა ამანათების დეკლარირების პროცედურა. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, დროულად შეიტანოთ ყველა საჭირო ინფორმაცია თქვენს ექაუნთზე შეუვსებელ გრაფებში (თრექინგის ნომერი, პროდუქციის ღირებულება, ონლაინ-მაღაზიის სახელწოდება და ტვირთის მოკლე აღწერა), წინააღმდეგ შემთხვევაში, ტვირთი მოხვდება ”პრობლემურ ნუსხაში” და გადაიგზავნება საბაჟო ექსპერტიზაზე, რათა დადგინდეს მისი ღირებულება. შედეგად ამანათის გაცემა შეფერხდება გაურკვეველი ვადით. დეკლარაცია უნდა შეივსოს არაუგვიანეს ამანათების გამოგზავნიდან 3 დღეში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ვეღარ შეძლებთ შევსებას და ამანათს ვერ გაიტანთ მინიმუმ 5 დღის განმავლობაში. დეკლარაციის შევსების ნიმუშის სანახავად დააკლიკეთ ბმულს "როგორ გამოვიწეროთ".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს ექაუნთზე ცარიელი გრაფების შევსება აუცილებელია, მიუხედავად იმისა, ამანათი ექვემდებარება განბაჟებას თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია პროდუქციის ღირებულების, ონლაინ მაღაზიის და ტვირთის მოკლე აღწერის გრაფების შევსება.
თქვენი ჩართულობა დეკლარირების პროცედურაში მხოლოდ ჩვენს ვებ-გვერდზე - www.els.ge - პირადი ექაუნთის შევსებით შემოიფარგლება.
Express Line Services–ში თქვენი კონფიდენციალურობა დაცულია. კომპანია არ ასხვისებს, არ ცვლის და არ ყიდის მომხმარებლის მიერ მოწოდებულ იფორმაციას მესამე პირზე.
აღნიშნული წესები და პირობები მოქმედებს ყველა იმ მომხმარებლისთვის, რომელიც სარგებლობს Express Line Services-ის მომსახურებით.
წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილია საიტზე განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია თუ ინსტრუქცია და მათი დარღვევის შემთხვევაში კომპანია იხსნის ვალდებულებას პასუხისმგებლობაზე.
კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს მომსახურების ტარიფები და პირობები, აგრეთვე იღებს ვალდებულებას საიტის საშუალებით აცნობოს მომხმარებელს ცვლილებების შესახებ.
წინამდებარე წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში პრეტენზიები არ მიიღება.