|
სერვისები
გადაფუთვის სერვისი (უფასო)ონლაინ მაღაზიიდან პროდუქცია იგზავნება ხშირ შემთხვევაში დიდი ყუთებით. ჩვენთან მისვლის შემდეგ ხდება ყუთების შემცირება და პროდუქციის გადაფუთვა ამანათის დაპატარავების და წონაში შემცირების მიზნით. ნებისმიერი სახის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (ამერიკის ოფისში მიდის ყუთებით) იფუთება ხელახლა პარკებში და იგზავნება მხოლოდ რეალური წონით. თუ არ გსურთ, რომ თქვენი ამანათი გადაიფუთოს, მოხსენით მონიშვნა თქვენი პროფილიდან და თქვენი ამანათი არ გადაიფუთება. წინააღმდეგ შემთხვევაში ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გამოიგზავნება გადაფუთული (რეალური წონით). გადაფუთვის შემთხვევაში კომპანია პასუხს არ აგებს შიგთავსის დაზიანებაზე.
ადგილზე მიტანის სერვისი (უფასო)ამანათების დარიგება ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება (შაბათ-კვირის გარდა). ამანათს მიიღებთ ტრანსპორტირების ღირებულების გადახდის მომდევნო დღეს. თუ ტრანსპორტირების ღირებულებას არ დაფარავთ ერთი კვირის ვადაში, ამანათი დაბრუნდება ოფისში და მისი გატანა თავად მოგიწევთ ოფისიდან. ამანათების ჩამოსვლის წინ თქვენი მისამართის დასაზუსტებლად აღარ დაგირეკავენ. თუ თქვენ გსურთ, ისარგებლოთ უფასო საკურიერო მომსახურებით და ამანათი მიიღოთ თქვენთვის სასურველ მისამართზე, შედით თქვენს ექაუნთზე და პირად მონაცემებში მონიშნეთ საკურიერო სერვისის გრაფა. ასეთ შემთხვევაში ამანათს მოგიტანენ თქვენს ექაუნთში მითითებულ მისამართზე. ამისათვის აუცილებელია იმ მომხმარებლებმა, რომლებსაც არასრულად ან/და არასწორად აქვთ შეყვანილი მისამართები შევიდნენ საკუთარ ექაუნთზე და პირად მონაცემებში ჩაწერონ ის მისამართი, სადაც სურთ ამანათის მიღება (სამსახური, სახლი...). თუ ამანათის გატანას ოფისიდან თქვენით აპირებთ, საკურიერო სერვისის გრაფა არ მონიშნოთ! ამანათების მიწოდება ხდება მხოლოდ კორპუსამდე ან სამუშაო ადგილამდე. კურიერს არ ააქვს ამანათი სართულზე და უშუალოდ ოფისში. დარიგება-გაცემა იწყება ამანათების საქართველოში ჩამოსვლიდან მეორე დღესვე. თუ ტრანსპორტირების გადასახადი გადახდილი გექნებათ ამანათები ჩამოსვლის დღეს,ასეთ შემთხვევაში ამანათს მიიღებთ მეორე დღესვე. თუ ტრანსპორტირების გადასახადს გადაიხდით ამანათების ჩამოსვლიდან 1 კვირის შემდეგ, ასეთ შემთხვევაში, ამანათი თავად უნდა გაიტანოთ, გატანას შეძლებთ ნებისმიერ დღეს შაბათ-კვირის გარდა 10-დან 7 საათამდე. ტრანსპორტირების ღირებულების გადახდას შეძლებთ მას შემდეგ, რაც თქვენს ექაუნთში აისახება ამანათის წონა და ღირებულება. ამანათების ჩამოსვლის თარიღი შეგიძლიათ იხილოთ საიტზე განთავსებული რეისების განრიგის გრაფაში. საკურიერო სერვისში ვერ მოხვდება განსაბაჟებელი ამანათები. ასევე არ გავა ოფისიდან ის ამანათები, რომლებიც იქნება დაუდეკლარირებელი.
ჩვენი ბარათით სარგებლობის სერვისი (უფასო)ჩვენი ბარათის საშუალებით დაგეხმარებით ნებისმიერი საიტიდან თქვენთვის სასურველი ნივთის შეძენაში. საჭიროა, მხოლოდ დაგვიკავშირდეთ სკაიპის საშუალებით სამუშაო დღეებში 10-დან 6 საათამდე და მოგვაწოდოთ ლინკები. თუ ნივთის შეძენა გსურთ ისეთი საიტიდან რომელიც არ ღებულობს ქართულ ბარათს ან ესაჭიროება PAYPAL-ით გადახდა, ამ შემთხვევაში პროდუქციის ყიდვის თანხას ემატება ნივთის ღირებულების 4% იმისთვის, რომ თანხა გადაირიცხოს ამერიკული ბარათის ანგარიშზე, ნივთების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს.
ინდივიდუალური მისამართი ამერიკაში (უფასო)ჩვენს საიტზე რეგისტრაციის შემდეგ, თვენ მოგეცემათ მისამართი ამერიკაში თქვენი ინდივიდუალური ოთახის ნომრით. ამ მისამართის საშუალებით შეძლებთ დამოუკიდებლად გამოიწეროთ ამერიკის ონლაინ მაღაზიებში თქვენთვის სასურველი პროდუქცია.
კონსულტაცია (უფასო)ნებისმიერი სახის დახმარება რაც შეეხება ონლაინ შოპინგის პროცედურებს. თვქნი ბარათით ყიდვის, სასურველი ნივთის მოძიების და ა.შ.
მეილზე შეტყობინების სერვისი (უფასო)მეილზე იგზავნება ყველა სახის ინფორმაცია: 1) პროდუქციის ყიდვის შესახებ შეძენის დღესვე.
2) ამანათის ამერიკის ოფისში მისვლის, გამოგზავნის და საქართველოში ჩამოსვლის შესახებ; 3) კომპანიაში განხორციელებული ყველა სახის სიახლესა და ონლაინ მაღაზიებში ფასდაკლებების შესახებ.
Express ჩატი (უფასო)ჩვენთან კონსულტაცია ხდება ძირითადად სკაიპის საშუალებით. იქიდან გამომდინარე, რომ სკაიპი დაბლოკილია სამსახურების უმეტესობაში და მომხმარებელი ვერ ახერხებს ჩვენთან დაკავშირებას, უახლოეს მომავალში საიტზე დავამატებთ Express ჩატის სერვისს, რომლის საშუალებითაც თქვენ შეძლებთ კონსულტანტებთან დაკავშირებას ჩვენივე საიტიდან.
SMS შეტყობინების გაგზავნა ამანათის მდებარეობის შესახებ (უფასო)სერვისი დაემატება უახლოეს მომავალში.
ამანათების ტრანსპორტირება საქართველოდან ამერიკაშისერვისი დაემატება უახლოეს მომავალში. |






