22/02/2012
ტარიფები

 

  • ამერიკიდან საქართველომდე 1კგ. ტვირთის ტრანსპორტირების ფასია 8 აშშ. დოლარის ეკვივალენტი ლარებში (წონა მრგვალდება 100 გრამამდე), თბილისის ოფისიდან თქვენს სახლამდე (დედაქალაქის მასშტაბით) უსასყიდლოდ მოგართმევთ თქვენს ამანათს.
1 კგ-დან 50 კგ-მდე - 8 აშშ. დოლარი ეკვივალენტი ლარებში (გადაფუთვის სერვისით);
50 კგ-დან 200 კგ-მდე 7 აშშ. დოლარი ეკვივალენტი ლარებში (გადაფუთვის სერვისით);
200 კგ-დან 500 კგ-მდე 6 აშშ. დოლარი ეკვივალენტი ლარებში (გადაფუთვის სერვისით);

 
  • თქვენ იხდით სახელმწიფო ბაჟს შემდეგ შემთხვევებში:

            1. ტვირთის ღირებულება აღემატება 300 ლარს;     
            2. ტვირთის წონა აღემატება 30 კილოგრამს;
            3. ამანათში აღმოჩნდა ერთგვაროვანი საქონელი;
            4. ტვირთი გამოგზავნილია იურიდიული პირის სახელზე.
  • განსაბაჟებელი პროდუქციის განბაჟება ხდება ოფისში. ოპერატორი დაგიბეჭდავთ დეკლარაციის ფორმა 4, გაიტანთ ამანათს და 30 დღის განმავლობაში გადაიხდით სახელმწიფო ბაჟს.
  • გთხოვთ,  დროულად შეიტანოთ ყველა  საჭირო ინფორმაცია თქვენს ექაუნთზე  შეუვსებელ გრაფებში (თრექინგის ნომერი, პროდუქციის ღირებულება, ონლაინ-მაღაზიის სახელწოდება და ტვირთის მოკლე აღწერა), წინააღმდეგ შემთხვევაში, ტვირთი მოხვდება ”პრობლემურ  ნუსხაში” და გადაიგზავნება საბაჟო ექსპერტიზაზე, რათა დადგინდეს მისი ღირებულება. შედეგად ამანათის გაცემა შეფერხდება გაურკვეველი ვადით.
  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს ექაუნთზე ცარიელი გრაფების შევსება აუცილებელია, მიუხედავად იმისა, ამანათი ექვემდებარება განბაჟებას თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია პროდუქციის ღირებულების, ონლაინ მაღაზიის და ტვირთის მოკლე აღწერის გრაფების შევსება.
  • თქვენი ჩართულობა დეკლარირების პროცედურაში  მხოლოდ ჩვენს ვებ-გვერდზე - www.els.ge - პირადი ექაუნთის შევსებით შემოიფარგლება.