|
კითხვა - პასუხი
ხდება თუ არა დაგვიანებები ამანათების ამერიკიდან საქართველოში ტრანსპორიტრებისას?
სამწუხაროდ, უამინდობისა და სხვადასხვა გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება თვითმფრინავის რეისის დაგვიანება, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, ამის შესახებ დროულად ვაცნობოთ ჩვენს კლიენტებს.
აპატარავებთ თუ არა ონლაინ მაღაზიიდან გამოგზავნილ ამანათებს?
დიახ, კლიენტების ინტერესებიდან გამომდინარე, ვცდილობთ, შევამციროთ ამანათების ზომა, მოცულობითი წონა დიდი რომ არ გამოვიდეს.
ხსნით თუ არა ამანათს, როცა ELS-ის ამერიკის ოფისში მიდის?
უსაფრთხოების მიზნით, ვხსნით ELS-ის ამერიკის ოფისში მოსულ ყველა ამანათს. ამას გარდა, ვიტოვებთ ინვოისის ასლს.
იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას ონლაინ მაღაზიიდან თქვენს ოფისამდე ამანათის დაკარგვის შემთხვევაში, ან თუ საქონელი აღმოჩნდება სხვა ზომისა და ფერის?
ELS არ იღებს პასუხისმგებლობას ონლაინ მაღაზიიდან ჩვენს ოფისამდე ტრანსპორტირებისას ტვირთის დაკარგვაზე და არც საქონლის ხარისხზე.
არ ვიცი, როგორ გამოვიწერო, გთხოვთ, დამეხმაროთ.
ELS-ის ვებ-გვერდზე ახსნილია, თუ როგორ უნდა გამოიწეროთ სასურველი პროდუქცია. თუ ინსტრუქციის წაკითხვის შემდეგ კიდევ გაგიჩნდებათ შეკითხვები გამოწერასთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით და ჩვენ გაგიწევთ უფასო კონსულტაციას. |
© Express Line Services






